სერხიო აგუერო

დაბადების ადგილი ბუენოს აირესი, არგენტინა
დაბადების თარიღი 02.06.1988
წონა 70 კგ
სიმაღლე 173 სმ
დებიუტი 18.10.2021
თამაში* 5
გოლი* 1
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 31.10.21

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტიში" ისტორიის დაწერის შემდეგ სერხიო აგუერო "ბარსელონას" 2021 წლის ზაფხულში შემოუერთდა. 1988 წლის 2 ივნისს დაბადებული ფეხბურთელი ნამდვილი გოლეადორია. კუნ აგუერო თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელია. მას შეუძლია დასარტყმელ პოზიციაზე გასასვლელად საჭირო სივრცე შეიქმნას. არგენტინელი ასევე გამოირჩევა თამაშის წაკითხვის უნარით, სივრცეების ათვისებით და როგორც ორივე ფეხით, ასევე თავით კარგად თამაშით.

სერხიო აგუერო მხოლოდ 15 წლისა და 35 დღის იყო, როდესაც მისი დებიუტი არგენტინის ჩემპიონატში შედგა და ის ამ ტურნირის რეკორდსმენი გახდა. 2006 წელს "ინდეპენდიენტე" დატოვა და მადრიდის "ატლეტიკოს" მიაშურა. ესპანურ გუნდში კუნმა ევროპის ლიგა და კონტინენტის სუპერ თასი მოიგო, ასევე "ოქროს ბიჭუნას" (Golden Boy) ტიტულის მფლობელი გახდა.

ნამდვილ სუპერვარსკვლავად კუნ აგუერო "მანჩესტერ სიტიში" იქცა. 2011-2021 წლებში გატანილი გოლების რაოდენობა სარეკორდოა როგორც "სიტისთვის", ასევე პრემიერ ლიგაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელებისთვის.

"მანჩესტერ სიტიში" აგუერომ 260 გოლი გაიტანა და 15 ტიტული მოიგო: 5 პრემიერ ლიგა, 6 ინგლისის ლიგის თასი, 1 ასოციაციის თასი და 3 ქვეყნის სუპერ თასი.

სერხიო აგუეროს არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი (2-ჯერ), ოლიმპიადა და კოპა ამერიკა აქვს მოგებული. 

ტიტულები

გუნდური

ატლეტიკო
  • ევროპის ლიგა: 2009/10
  • ევროპის სუპერ თასი: 2010
მანჩესტერ სიტი
  • პრემიერ ლიგა (5): 2011/12, 2013/14, 2017/18, 2018/19, 2020/21
  • ასოციაციის თასი: 2018/19
  • ინგლისის ლიგის თასი (6): 2013/14, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21
  • ინგლისის სუპერ თასი (3): 2012, 2018, 2019
არგენტინის ნაკრები
  • ოლიმპიადა: 2008
  • 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2005, 2007
  • კოპა ამერიკა: 2021

ინდივიდუალური

  • პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2014/15
  • ოქროს ბიჭუნა: 2007
  • მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2007
  • მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2007
  • World Soccer-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2009