ავატარის დაყენება

ჩვენს საიტზე ავატარების დაყენების 2 ალტერნატიული გზა არსებობს. პირველი ესაა ავატარის პირდაპირ საიტზე ატვირთვა, ხოლო მე-2 გზა საქვეყნოდ ცნობილი სერვისის, Gravatar-ის გამოყენებაა.

 

ავატარის ატვირთვა

იმისათვის, რომ ავატარი საიტზე პირდაპირ ატვირთოთ, უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, დააჭიროთ "პროფილის რედაქტირება"-ს და ავატარის განყოფილებაში ატვირთოთ თქვენთვის სასურველი სურათი.

გაითვალისწინეთ: სურათის ზომა უნდა იყოს მაქსიმუმ 50kb. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცვლით ავატარს, აუცილებელია წაშალოთ ძველი ავატარი და ამის შემდეგ ატვირთოთ ახალი.

როგორ შევარჩიოთ ავატარის ზომა ისე, რომ ის საიტზე კარგად გამოჩნდეს? უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავატარის სიგანე არის ფიქსირებული - 100px. სიმაღლე ფიქსირებული არაა, მაგრამ დაწესებულია ლიმიტი - მაქსიმუმ 150px. შესაბამისად, ავატარის ზომების შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ სურათის სიმაღლე უნდა იყოს სიგანეზე მაქსიმუმ ერთნახევარჯერ დიდი (თუ სიგანე არის 100px, სიმაღლე უნდა იყოს მაქსიმუმ 150px). თუ ეს პროპორციები დაცული არ იქნება, ავატარი საიტზე ცუდად გამოჩნდება.

 

Gravatar

იმისათვის, რომ Gravatar-ის საშუალებით ავატარის დაყენება შესძლოთ, საჭიროა, გქონდეთ რეალურად არსებული ელ. ფოსტის მისამართი, რომელთან წვდომაც გაქვთ. თუ გაქვთ ასეთი ელ. ფოსტის მისამართი, მიჰყევით ინსტურქციას.

  1. შედიხართ გვერდზე www.en.gravatar.com/site/signup, Email-ის ველში წერთ ელ. ფოსტის მისამართს და აწვებით Signup-ს. (სურათი)
  2. ამოწმებთ ელ. ფოსტას, ნახულობთ დადასტურების წერილს და გადადიხართ წერილში მითითებულ ლინკზე, რითიც ახდენთ ანგარიშის დადასტურებას.
  3. Username-ს ველში წერთ ჩვენთვის სასურველ სახელს და დაჭერთ check-ს. თუ გამოიტანა წითელი ტექსტი, ესეიგი სახელი დაკავებულია და უნდა შეარჩიოთ სხვა. თუ გამოიტანა მწვანე ტექსტი, სახელი თავისუფალია. ქვედა ორ ველში წერთ პაროლს (ორჯერ), მონიშნავთ I have read and agree Gravatar's terms of service and privacy police. ამის შემდეგ, აწვებით Signup-ს. (სურათი)
  4. რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა, თქვენს ელ. ფოსტას უნდა მიაბათ ავატარი. ამისთვის, აჭერთ Add one by clicking Here! (სურათი)
  5. თუ ავატარის კომპიუტერიდან ატვირთვა გინდათ, ირჩევთ My computer's hard drive, ხოლო თუ სურათის ლინკი გაქვთ, მაშინ An image on the internet. (სურათი)
  6. კომპიუტერიდან ატვირთვის დროს, აჭერთ Choose File-ს, ირჩევთ სურათს და აწვებით Next-ს. (სურათი)
  7. ავატარი აუცილებლად უნდა იყოს კვადტარული. თუ არაა, მაშინ მოგიწევთ სურათზე კვადრატული ნაწილის არჩევა და ავატარად მისი ქცევა. კვადრატული ნაწილის მონიშვნის შემდეგ, აწვებით Crop and Finish!-ს. (სურათი)
  8. თქვენი ავატარის ქვემოთ, ირჩევთ G ასოს. (სურათი)

თქვენს ელ. ფოსტაზე ავატარი მიბმულია. ახლა, ყველა იმ საიტზე, რომელსაც Gravatar-ის მხარდაჭერა აქვს, მაგ მეილით რეგისტრაციის შემთხვევაში, გამოჩნდება არჩეული ავატარი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ.

ჩვენი საიტის შემთხვევაში, Gravatar-ის ელ. ფოსტა უნდა ჩაწეროთ პროფილის რედაქტირებაში არსებულ ავატარის ველში.