ადამა ტრაორე დიარა

დაბადების ადგილი ლ'ოსპიტალეტ დე ლობრეგატი
დაბადების თარიღი 25.01.1996
წონა 72 კგ
სიმაღლე 178 სმ
დებიუტი 23.11.2013
თამაში* 21
გოლი* 1
ასისტი* 4

*ბოლო განახლება: 23.05.22

ბიოგრაფია

წარმოშობის მალელი ადამა ტრაორე კატალონიაში, ოსპიტალეტ დე ლობრეგატში 1996 წლის 25 იანვარს დაიბადა. "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიას ის 8 წლის ასაკში შეუერთდა.

სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელის პირველ გუნდში დებიუტი "ბარსა ბ-ში" 2013/14 წლების სეზონში, ესპანეთის მეორე დივიზიონში შედგა, თუმცა წლის უმეტესი ნაწილი მან ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მომგებ 19 წლამდელთა გუნდში გაატარა.

2013 წლის 23 ნოემბერს 17 წლის ასაკში ადამა ტრაორე "ბარსელონას" პირველ გუნდშიც ვიხილეთ. ეს "გრანადასთნ" ანგარიშით 4-0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. 3 დღის შემდეგ ტრაორეს დებიუტი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შედგა მატჩში, რომელიც "ბარსამ" "აიაქსთან" 1-2 წააგო. "ბლაუგრანას" დატოვებამდე ადამა ტრაორემ პირველ გუნდში 4 თამაში ჩაატარა და ესპანეთის თასზე "უესკასთან" ანგარიშით 8-1 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლიც გაიტანა.

2015 წელს ადამა ტრაორე სათამაშოდ ინგლისში გადავიდა, სადაც მან "ასტონ ვილაში" (2015/16), "მიდლსბროში" (2016-2018) და "ვულვერჰემპტონში" (2018-2022) ითამაშა.

ტრაორეს ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია. მისი დებიუტი 2020 წლის 7 ოქტომბერს პორტუგალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2014/15
  • ესპანეთის თასი: 2014/15
  • ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა: 2013/14