ტიაგო სილვა: "მატჩამდე კუთხურებზე ვვარჯიშობდით"

  • 14-09-2011, 12:36
  • ტიაგო სილვა: "მატჩამდე კუთხურებზე ვვარჯიშობდით"

    "მილანის" მცველმა, ტიაგო სილვამ კმაყოფილება გამოხატა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის შედეგთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და იტალიის "მილანი" დაუპირისპირდნენ. თამაში დასრულდა ფრედ, 2:2. აღსაიშნავია, რომ მილანელებმა ანგარიში მატჩის დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს. გოლი ტიაგო სილვამ გაიტანა.

     

    "რა თქმა უნდა, ამ მატჩში ძლიერ ვინერვიულეთ. ჩვენ სპეციალურად ვვარჯიშობდით კუთხურების ჩაწოდებაზე და სწორედ კუთხური ჩაწდების შედეგად გავიტანეთ მეორე გოლი."

     

    "მოხარული ვარ, რომ ფრეს მივაღწიეთ - მითუმეტეს უქმე დღეებში ჩვენ საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან გვქონდა შეხვედრა, "სერია ა"-ს ფარგლებში, რამაც დიდი ძალები წაგვართვა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში რამდენჯერმე დავუშვით შეცდომა, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შედეგს, როგორიც გვსურდა. იმედი მაქვს, რომ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ თამაშს - ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - სილვას სიტყვებს ციტირებს Sky Sport Italia.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge