ოთხი ვარჯიში "რეალ სოსიედედთან" მატჩამდე

  • 5-09-2011, 11:38
  • ოთხი ვარჯიში "რეალ სოსიედედთან" მატჩამდე

    "ბარსელონა" ვარჯიშს სამშაბათს დილით დაუბრუნდება, თუმცა ფეხბურთელების უმეტესობის გარეშე. მოთამაშეები სანაკრებო ბატალიებში იღებენ მონაწილეობას. მთლიანი შემადგენლობა გვარდიოლას განკარგულებაში ოთხშაბათს საღამოს იქნება.

     

    მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სეზონი უკვე დაწყებულია და "ბარსას" თასებიც მოგებული აქვს, გვარდიოლამ განაცხადა: "სინამდვილეში სეზონი მაშინ იწყება, როცა ფეხბურთელები სანაკრებო თამაშებიდან ბრუნდებიან."

    სამ დღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები ვარჯიშს სამშაბათს, ესპანეთის დროით 9:30 საათზე დაუბრუნდებიან და მზადებას დაიწყებენ შაბათის მატჩისთვის, რომელიც "ანოეტას" სტადიონზე "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გაიმართება. ვარჯიშს არ დაესწრებიან გუნდის ფრანგი, ესპანელი და არგენტინელი ფეხბურთელები. სესიის პირველი 15 წუთი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.

    ოთხშაბათს, ნაშუადღევს გვარდიოლას განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი ეყოლება. ამავე დღის 19:00 საათზე პირველი ვარჯიში გაიმართება, ხოლო ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზე მეორე.

    კვირის ბოლო სესია პარასკევს დილით, "სიუტატ ესპორტივას" ბაზაზე, დახურულ კარს მიღმა შედგება. ვარჯიშის შემდეგ პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს. პარასკევს საღამოს გუნდი დონოსტში გაემართება, სადაც შაბათს, 18:00 საათზე "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს მატჩს.

    ბარსელონაში დაბრუნებულებს დასვენების საშუალება არ მიეცემათ. კვირას გუნდი "სიუტატ ესპორტივაზე", ხოლო ორშაბათს "კამპ ნოუზე" შეიკრიბება და მოემზადება ჩემპიონთა ლიგის ჯგფური ეტაპის პირველი შეხვედრისთვის, სადაც მეტოქე "მილანი" იქნება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი