ინძაგი "ბარსასთან" არ იქნება

ინძაგი "ბარსასთან" არ იქნება

"მილანის" მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. "როსონერის" ვეტერანი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა.

 

ევროპის მეორე ბომბარდირს არ შეეძლება დაეწიოს რაულს, უფრო სწორად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 

განაცხადს მიღმა პიპო ინძგისთან ერთად დარჩა ახალგაზრდა სტეფან ელ შაარავი და მატიე ფლამინი, რომელიც თითქმის ნახევარ წელს გამოტოვებს.

 

"ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩის განაცხადში მოხვდნენ:

 

მეკარეები: აბიატი, ამელია, რომა

 

მცველები: აბატე, ანტონინი, ბონერა, ტიაგო სილვა, დე შილიო, მექსესი, ნესტა, ტაივო, იეპესი და ძამბროტა.

 

ნახევარმცველები: ამბროზინი, აკვილანი, ბოატენგი, ემანუელსონი, გატუზო, ნოჩერინო, ზეედორფი, ვან ბომელი.

 

თავდამსხმელები: იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, კასანო, პატო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.