ჩავი – ტიტულების რეკორდსმენი

  • 27-08-2011, 12:29
  • ჩავი – ტიტულების რეკორდსმენი

    ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა, მე–18 ტიტული მოიპოვა "ბარსას" მაისურით და გადაასწრო გილერმო ამორს, რომელსაც მასზე ერთით ნაკლები ტიტული ჰქონდა მოგებული. შეგახსენებთ, რომ "მაესტრომ" მე–18 თასი გუშინ აღმართა, როდესაც მისმა გუნდმა "პორტო" დაამარცხა "უეფას" სუპერ–თასის ფინალში.

     

    "მე ტიტულების რაოდენობით გადავასწარი გილერმო ამორს, რომელიც "ლა მასიას" პიონერი იყო და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია". განაცხადა ჩავიმ მატჩის შემდეგ. კატალონიელ ფეხბურთელს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "ბლაუგრანას" მაისურით. "ბარსელონამ" გუშინ მოიპოვა მე–15 ევროპული ტიტული და გახდა რეკორდსმენი.

     

    ჩავიმ მოიგო 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 5 ესპანეთის სუპერ–თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 "უეფას" სუპერ–თასი, 1 სამეფო თასი და ერთიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, თუმცა მას კიდევ მეტი სურს: "ჩვენ არასდროს დავიღლებით გამარჯვებებით – ეს სწორედ ისაა, რაც თითოეულ ჩვენგანს სურს". კატალონიური გრანდი შემდეგი ტიტულის მოგებას შეეცდება დეკემბერში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, თუმცა "ტიტულების კოლექციონერს" სურს, რომ წარმატებულად დაიწყოს ესპანეთისა და ჩემპიონათა ლიგები.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge