სესკი და სურათის ორი ვერსია

სესკი და სურათის ორი ვერსია

  სეზონის დასაწყისში "არსენალის" ფეხბურთელები ოფიციალურ ფოტოს იღებენ. თუმცა, ამ თითქოსდა უპრობლემო საქმიანოსისას გარკვეული წინააღმდგობა წარმოიქმნა. საქმე ისაა, რომ "მეთოფეთა" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის გუნდში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ლონდონელები კატალონიელებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს დღეებში ელიან.

დავუბრუნდეთ ფოტოსესიას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე "არსენალმა" მარტივი გამოსავალი იპოვა. გუნდი ორ სურათს გადაიღებს. ერთ–ერთ მათგანში ფაბრეგასიც იქნება, ხოლო მეორეში არა. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელი ფეხბურთელი "მეთოფეთა" რიგებს დატოვებს, კაპიტნის სამკლაურს ვან პერსი მოირგებს.

გასული წელს ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ის კლუბში კიდევ ერთ წელს გაჩერდებოდა, ახლა კი ვითარება სულ სხვაგვარადაა და როგორც ჩანს "არსენალის" ნახევარმცველს "ბარსელონამდე" რამდენიმე ნაბიჯი უკლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.