ჟეფრენი გვარდიოლას მადლობას უხდის

ჟეფრენი გვარდიოლას მადლობას უხდის


 "ბარსელონას" ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესი, რომელიც უახლოეს დღეებში ლისაბონის "სპორტინგში" გადავა კატალონიურ კლუბზე ნაწყენი არაა.

ამის შესახებ განაცხადა ფეხბურთელის მამამ, ეფრენ სუარესმა: "ჟეფრენი "ბარსელონას" მშვიდად ტოვებს, ის ხოსეპ გვარდიოლას მადლობას უხდის მიცემული შესაძლებლობებისთვის. ჩვენ არ მოგვწონა მხოლოდ ის, რომ მას იყენებდნენ გასაცვლელ მონეტად და მის მოსაზრებას არ ითვალისწინებდნენ. ახალ კლუბში მას მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟეფრენი პროფესიული კუთხით გაიზრდება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.