”ბარსამ” შეიძლება 30 დღეში 11 მატჩი ითამაშოს

”ბარსამ” შეიძლება 30 დღეში 11 მატჩი ითამაშოს


აგვისტოს 30 დღეში ”ბარსელონამ” შეიძლება 11 მატჩი გამართოს. ამ მატჩებში შედის ამერიკული ტურნე, კატალონიის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, გამპერის თასი და პრიმერას პირველი ორი ტური.

თუკი ბევრისთვის აგვისტო დასასვენებელი თვეა, ”ბარსას” ფეხბურთელებისთვის ეს სამუშაოზე დაბრუნების თვეა. 30 ივლისიდან 29 აგვისტომდე 10 მატჩი გაიმართება. მათ შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი, თუ ”ბარსა” კატალონიის თასის ფინალში გავა.

ამერიკული ტურნე

თუკი შარშან კატალონიელები აზიაში იმყოფებოდნენ წელს ისევ ამერიკაში წავლენ. სამიდან პირველი მატჩი 31 ივლისს ჩატარდება, ხოლო მეტოქე ძველი ნაცნობი, ”მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება. ამ თამაშით დაიწყება დატვირთული თვე. ამერიკაში კატალონიელები შეხვდებიან ”ჩივასს” და ”ამერიკას”.

სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 აგვისტოს, კატალონიის თასის 1/2 ფინალში ”ბარსა” ”ხირონას”  ”ნოუ ესტადი დე ტარაგონაზე” შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში 9 აგვისტოს, ”ბარსა” ფინალურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

დასაწყისისთვის 2 კლასიკო

სეზონის დასაწყისი ძალიან ემოციური იქნება, რადგან გულშემატკივრებს 2 კლასიკო ელით. 14 აგვისტოს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა გაიმართება. სამი დღის შემდეგ ”ნოუ კამპზე” გამოვლინდება ჩემპიონი, რომელიც სეზონში პირველ ტიტულს მოიგებს.

პრიმერა, გამპერი და ევროპის სუპერთასი

20 ან 21 აგვისტოს ”ბარსელონა” ”მალაგას” სტადიონზე პრიმერას ახალი სეზონის პირველ ტურს გამართავს. 22 აგვისტოს კი ”ნოუ კამპზე”, გამპერის თასზე ”ბარსა” იტალიურ ”ნაპოლის” დაუპირისპირდება. 4 დღის შემდეგ, 26 აგვისტოს, მონაკოში ”ბარსელონა” ”პორტუს” შეხვდება და ევროპის სუპერთასის ტიტულის დასაკუთრებას ეცდება. ურთულესი თვის დასასრულს ”ნოუ კამპს”, პრიმერას მე-2 ტურის მატჩში ”ვილიარეალი” ესტუმრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.