"ბარსა" 2010/11 წლის სეზონში ახალ ფორმას მოირგებს

  • 21-05-2010, 18:25
  • "ნაიკმა" კატალონიის "ბარსელონას" 2010/11 წლის სეზონისთვის ახალი ფორმები დაუმზადა. ახალი ფორმა უკვე მოირგო გუნდის ახალბედამ დავიდ ვილიამ. ფორმაზე ჩვეულად დომინირებული ფერები იქნება ორი: წითელი და ლურჯი. "ბარსელონას" საშინაო მაისურზე ზოლებში თანაბრად იქნება წითელი და ლურჯი ფერები, ხოლო საყელო იქნება ყვითელი. რაც შეეხება საშინაო შორტს იგი წითელ – ლურჯ ფერებში იქნება. დომინირებული ფერი წითელი იქნება.

    რაც შეეხება საგარეო ფორმას, იგი უჩვეულო იქნება. ამ ფორმაზე დომინანტი ფერი მწვანე იქნება. ხოლო გუნდის და "ნაიკის" ლოგო წითელ – ლურჯ ფერებში იქნება. ხოლო რაც შეეხება შორტს, მასზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორი ფერი შავი  და მწვანე. ბუნებრივია შეიცვალა კიპერის ფორმაც. მართალია, მისი დიზაინი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მკლავებზე კიპერის ფორმას შავ – თეთრი ზოლები ექნება.

     

    საშინაო ფორმა:

    საგარეო ფორმა:

    მეკარის ფორმა:

    წყარო: fcbarcelona.cat

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge