აგენტი: "აფელაი წასვლას არ აპირებს"

აგენტი: "აფელაი წასვლას არ აპირებს"

 

კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაის აგენტმა "Tuttomercatoweb"-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ გეგმავს...

 

"ბარსას" ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაის შეძენით იტალიური "ლაციო" სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელის აგენტი აცხადებს: "იბრაჰიმი წასვლას არ აპირებს. იგი ამჟამინდელ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს."

 

შეგახსენებთ, რომ აფელაი კატალონიაში 2010 წლის 16 ნოემბერს, ჰოლანდიური "პსვ ინდჰოვენიდან" გადმობარგდა. აქვე გეტყვით, რომ "ლაციო" ჰოლანდიელის გარდა, დაინტერესებულია "ბარსას" არგენტინელი მცველის, გაბრიელ მილიტოს შეძენით, რომელიც სავარაუდოდ "ბარსას" ამ სატრანსფერო სეზონზე დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.