დაუვიწყარი... მარადიული... ანდრეს ინიესტა !

დაუვიწყარი... მარადიული... ანდრეს ინიესტა !

მეგობრებო, დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატი მოაგებინა. სწორედ 11 ივლისს მოახერხა "ბარსელონას" ფეხბურთელმა გამარჯვების გოლის გატანა და ეს ყველაფერ მოხდა შეხვედრის 116–ე წუთზე. სესკ ფაბრეგასის გადაცემა და "სიკვდილას" ბრწყინვალე გოლი...

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები დიდი შემართებით წარსდგა. პირველ შეხვედრაში მაყურებლებს იმედები გაუცრუეს და შვეიცარიასთან 1:0 დამარცხდნენ, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს და ფლეი–ოფში აღმოჩდნენ. ბრწყინვალედ დაძლიეს 1/8, 1/4 და 1/2 ფინალები და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად "ფურია როხა" გამოგვეცხადა მუნდიალის ფინალისტის რანგში. მის წინაშე წარსდგა ბრწყინვალედ მოასპარეზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც სათავეში ბერტ ვან მარვიკი ედგა. აღსანიშნავია, რომ იმ დრომდე არცერთ ნაკრებ გუნდს არ ჰქნდა მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ესპანელებმა ნავსი გატეხეს ანდრეს ინიესტას წყალობით და მუდნიალის თასი ჰაერში აღმართეს. მოდით, თავად იხილეთ ბრწყინვალე გოლი...

 

ინიესტას გოლი 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=xKc_6X0q11w]

 

მატჩის მიმოხილვა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=NTIlZoGp68I]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.