ნეიმარის აგენტი "ბარსას" და "რეალის" შესაძლებლობებზე საუბრობს

ნეიმარის აგენტი "ბარსას" და "რეალის" შესაძლებლობებზე საუბრობს

ვაგნერ რუბეირო, ნეიმარის პირადი აგენტი არ გამორიცხავს ახალგაზრდა ბრაზილიელის როგორც  "ბარსაში", ისე "რეალში"  გადასვლას . იგი აცხადებს, რომ ორივე გრანდს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. 

 

"ლენსთან" ინტერვიუში რიბეირომ განაცხადა: "ბარსას" და "რეალს" თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ნეიმარის გადასაბირებლად. ორივე გუნდს შეუძლია სრული კომპენსაცია გადაიხადოს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ "რეალს" იგი ახლავე შეუძლია იყიდოს, ხოლო "ბარსელონას" წელიწადნახევარი სურს ლოდინი. მაურინიო უკვე მზადაა მთელი სქემა ნეიმარზე ააგოს". შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

 

თავად ფეხბურთელმა კი უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება "სანტოსში" სურს. მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში უნდა მონაწილეობის მიღება. "მე მზად ვარ კარიერა "სანტოსში" გავაგრძელო. ჯერჯერობით ჩემს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. მე არც აგენტთან და არც მამაჩემთან, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ არ მისაუბრია" - განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.