პოლ სქოულზმა "ბარსა" შეაქო

პოლ სქოულზმა "ბარსა" შეაქო

პოლ სქოულზმა აღიარა, რომ  მისმა ყოფილმა გუნდმა ვერაფერი დაუპირისპირა კატალონიურ "ბარსელონას", მაგრამ მას  სერ ალექს ფერგუსონის იმედი აქვს და სჯერა, რომ ის "წითელი ეშმაკუნების" თამაშის ხარისხს "ბარსას" დონეზე აიყვანს.

"მე ფინალის ჩანაწერი არ მინახავს, მაგრამ იმ საღამოს ჩვენ ვგრძნობდით, რომ მათგან მილიონი მილით ვიყავით დაშორებული.ერთადერთი რაც 2009 წლის ფინალთან შედარებით გავაკეთეთ ის, რომ გავიტანეთ გოლი.ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს სერ ალექს ფერგუსონი ამ მანძილს შეამცირებს.რა თქმა უნდა ყველს სურს მიაღწიოს ამ დონეს."ბარსელონა" ყველასთვის მაგალითია.შეგვიძლია ხელები ავიღოთ და ვაღიაროთ, რომ ისინი საუკეთესოები არიან! ეს არასასიამოვნო სათქმელია, რადგან ისინი 2 წლის წინაც  პირველები იყვნენ. საჭიროა ბევრი მუშაობა და მათ დონესთან მიახლოება."–სქოულზის სიტყვებს დეილი მირორი ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.