ბასატი: "ლაპორტა გვარდიოლას გამო მაკრიტიკებდა"

ბასატი: "ლაპორტა გვარდიოლას გამო მაკრიტიკებდა"

პუბლიცისტი და კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის ექს–კანდიდატი, ლუის ბასატი, ამბობს, რომ მას აკრიტიკებდა კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

როგორც გაირკვა, ჟოან ლაპორტა ბასატს აკრიტიკებდა 2003 წლიდან "ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელის, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლას გამო.

 

"ლაპორტა მაშინ ამბობდა, რომ მე საერთოდ ვერ ვერკვევი ფეხბურთში. საქმე იმაში გახლავთ, რომ უბრალოდ სხვანაირი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებდი. მსურდა, რომ პეპ გვარდიოლა სპორტული დირექტორის პოსტზე დამენიშნა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ლაპორტა ამბობდა, რომ ხალხი მის გადაწყვეტილებებს უფრო უჭერდა მხარს, ვიდრე ჩემსას. მე მას ვუთხარი შემდეგ: "შეიძლება ფეხბურთში ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ხალხის ამოცნობა კი ნამდვილად შემიძლია". გვარდიოლას შესაძლებლობები ყოველთვის ძალიან კარგად ვიცოდი და მე მის უყურადღებოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებდი". დაასრულა ლუის ბასატიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.