მაშერანო:"არგენტინის ნაკრები არ თამაშობს "ბარსას" სტილით""

მაშერანო:"არგენტინის ნაკრები არ თამაშობს "ბარსას" სტილით""

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჩავიერ მაშერანომ განაცხადა, რომ სერხიო ბატისტას გაწვრთნილი გუნდი თამაშის სტილით არ ბაძავს კატალონიის "ბარსელონას", იტყობინება AS. მაშერანოს სჯერა, რომ არგენტინის ნაკრებს ექნება თავისი თამაშის სტილი:

" შეცდომა იქნება თუ შევეცდებით "ბარსელონას" სტილით თამაშს. მათ ეს სათამაშო ფილოსოფია 20  წლის განმავლობაში გამოიმუშავეს, გვარდიოლამ კი ბოლო 3 წლის განმავლობაში უბრალოდ გააუმჯობესა იგი. არგენტინის ნაკრები იპოვის თავის სათამაშო სტილს," დაასრულა მაშერანომ.

ცნობისთვის სულ მალე 1 ივლისს ამერიკის თასის გათამაშება დაიწყება. სერხიო ბატისტას გუნდში 3 "ბარსელონელია": ლეო მესი, ჩავიერ მაშერანო და გაბრიელ მილიტო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.