Tuttosport: ერთი წლის შემდეგ გვარდიოლა "ინტერის" მწვრთნელი გახდება

  • 19-06-2011, 09:48
  • Tuttosport: ერთი წლის შემდეგ გვარდიოლა "ინტერის" მწვრთნელი გახდება

    მოგეხსენებათ, რომ მილანის "ინტერს" კვლავ აქვს პრობლემა მწვრთნელთან დაკავშირებით, ამიტომ მილანელთა პრეზიდენტი მასიმო მორატი კარგი სპეციალისტის ძიებაშია. როგორც Tuttosport იტყობინება მორატის ძალიან სურს , რომ ერთი წლის შემდეგ მისი გუნდის მთავარ მწვრთნელად კატალონიის "ბარსელონას" მენეჯერი ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნოს. გვარდიოლას თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ შეიძლება მან 2011/12 წლების სეზონის შემდეგ კლუბი დატოვოს.

    რაც შეეხება მომავალ სეზონს მასიმო მორატის სასურველი მწვრთნელები არიან:ფაბიო კაპელო, დელიო როსი, ჟან პიერო გასპერინი, სინისა მიხაილოვიჩი და მარსელო ბიელსა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge