სქოულზი: "ბარსელონამ" გვაჩვენა, თუ რა დონეზე უნდა ითამაშო ფეხბურთი"

  • 15-06-2011, 08:55
  • სქოულზი: "ბარსელონამ" გვაჩვენა, თუ რა დონეზე უნდა ითამაშო ფეხბურთი"

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, რომელმაც სეზონის დასასრულს ფეხბურთელობას თავი დაანება, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არ გამომდინარეობდა იმ წარუმატებლობიდან, რომელიც ინგლისურმა გრანდმა განიცადა 2010/2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იტყობინება გამოცემა "Sporting Life".

     

    "ყველაფერი 1 მარცხიდან რომ გამომდინარეობდეს, მაშინ 15 კაცი დაანებებდა იმ დღეს ფეხბურთის თამაშს თავს. ასეთი თამაშები გვაჩვენებს, თუ რა დონეზე უნდა ითამაშო ფეხბურთი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს ადვილია. "მანჩესტერ იუნატედი" კი ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ იყოს საუკეთესო. ჩვენ არ მოგვწონს ის ფაქტი, რომ "მეორე" გუნდი ვართ ევროპაში". დაასრულა პოლ სქოულზმა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied