"ბარსა ბ"–მ საუკეთესო შედეგი აჩვენა თავის ისტორიაში

"ბარსა ბ"–მ საუკეთესო შედეგი აჩვენა თავის ისტორიაში

მხოლოდ 1 ტური დარჩა სეგუნდას დასრულებამდე, ხოლო "ბარსელონა ბ"–მ გაინაღდა ხუთეულში მოხვედრა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია აკადამიის არსებობის განმავლობაში. ამ დრომდე მათი მიღწევა მხოლოდ მე–6 ადგილი იყო 1975/76 და 1994/95 წლებში. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსას" დუბლები მესამე პოზიციაზე იმყოფებიან 68 ქულით და გამარჯვების შემთხვევაში რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

 

"ბარსა ბ"–ს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ იბრძოლოს ბრინჯაოს მედლისთვის. ამისთვის მათ რთული მისია აქვთ შესასრულებელი, უნდა დაამარცხონ "რაიო ვალიეკანო" გასვლაზე. აქვე გეტყვით, რომ "რაიო ვალიეკანო" მეორე პოზიციაზე იმყოფება და შემდეგ წელს პრიმერაშიც ვიხილავთ. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება კატალონიელთა მარცხით 1:2 დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ მატჩი ფრედ დასრულდება, მაშინ ყველაფერი დამოკიდებული იქნება "გრანადას" მატზე. იგი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება "ბარსა ბ"–ს, ხოლო "ელჩე" 2 ქულით, თუმცა ურთიერთშეხვედრების ფონზე "ბარსას" უპირატესობა ექნება იმ შემთხვევაში, თუ "ელჩეს" რაოდენობის ქულებს დააგროვებს.

 

1. ბეტისი – 80ქ
2. რაიო ვალიეკანო – 79ქ
3. ბარსელონა ბ – 68ქ
4. გრანადა – 67ქ
5. ელჩე – 66ქ
6. სელტა– 64ქ
7. ვალიადოლიდი – 63ქ
8. ხერესი – 60ქ
9. ალკორკონი – 58ქ
10. ნუმანსია – 56ქ
11. კართაგენა – 56ქ
12. უესკა – 55ქ
13. რეკრეატივო – 55ქ
14. ჟირონა – 54ქ
15. კორდობა – 52ქ
16. ლას პალმასი – 51ქ
17. ვილიარეალი ბ – 51ქ
18. ჟიმნასტიკი – 48ქ
19. სალამანკა – 45ქ
20. ტენერიფე – 38ქ
21. პონფერადინა – 33ქ
22. ალბასეტე – 29ქ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.