რუნი "ბარსას" თამაშით განცვიფრებულია

რუნი "ბარსას" თამაშით განცვიფრებულია

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ათიანმა, უეინ რუნიმ ჟურნალისტებთან "ბარსას" შესახებ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფინალში "ფანტასტიკურ გუნდს"  დაუპირისპირდა...

 

"წითელი ეშმაკების" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ კატალონიელებს "უემბლიზე" გამარჯვება მიულოცა: "ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ წინ ფანტასტიკური გუნდი იდგა, თუმცა ვფიქრობდით, რომ ზიანის მიყენება მაინც შეგვეძლო. საბოლოოდ ჩვენ დამწუხრებულები დავრჩით, თუმცა ჩვენ მათ აუცილებლად უნდა მივულოცოთ, რადგანაც ეს განსაკუთრებული გუნდია." ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ამ მატჩს განმეორებითაც უყურა და "ბარსას" თამაშით აღფრთოვანებულიც დარჩა: "მე მატჩს ვუყურე და მინდა ვთქვა, ისინი წარმოუდგენლად თამაშობენ."

 

რუნიმ კატალონიურ კლუბზე ასევე განაცხადა, რომ ეს არის საუკეთესო გუნდი, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე უნახავს. ქება–დიდება რუნიმ არც ლეო მესის მოაკლო და მას თამამად, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც უწოდა.

 

"მესი იგებს თამაშებს, ხოლო ჩავი და ინიესტა ანადგურებენ მოწინააღმდეგეებს. მათ გვერდით დასადგომად ძალიან ბევრია სამუშაო", – განაცხადა ინგლისელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.