კასერესი "სევილიაში" რჩება

კასერესი "სევილიაში" რჩება

 

"სევილიამ" მარტინ კასერესის გამოსყიდვა გადაწყვიტა...

 

კატალონიის "ბარსელონა" მარტინ კასერესის გაყიდვით მაქსიმუმ 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელი "სევილიამ" სამ მილიონად გამოისყიდა, ხოლო თუ სევილიურმა კლუბმა მოახერხა და მომავალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, მაშინ კატალონიური კლუბი დამატებით მილიონ–ნახევარს მიიღებს.

 

მარტინ კასერესი "ბარსელონაში" 2008 წელს, "უელვადან" გადმოვიდა. მაშინ იგი იჯარით "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა. ტრიპლეტის შემდეგ, "ბარსამ" მარტინი არენდით ტურინის "იუვენტუსში" გაუშვა. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, კასერესმა არენდით მოგზაურობა "სევილიას" რიგებში ჩაწერით განაგრძო. ახლა კი როგორც იქნა, იგი გამოისყიდეს. კასერესი მოღვაწეობას "სევილიაში" განაგრძობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.