"ჩემპიონთა ლიგა" და ქვეყნის ჩემპიონატი – ყველაზე მეტი დუბლი

"ჩემპიონთა ლიგა" და ქვეყნის ჩემპიონატი – ყველაზე მეტი დუბლი

 

კატალონიის "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგას" საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის თასის გარეშე არ იგებს...

 

"ჩემპიონთა ლიგის" თასის მოპოვების შემდეგ, კატალონიელებმა ამ სეზონში ტიტულების მხრივ დუბლი შეასრულეს. ეს კლუბის ისტორიაში მეოთხე შემთხვევა გახლავთ. "ჩემპიონთა ლიგა" და ქვეყნის ჩემპიონატი ერთად, "მილანს", "რეალ მადრიდს", "ბაირნსა" და "აიაქსს" სამჯერ აქვთ აღებული. თუმცა, ახლა ამ გუნდებს "ბარსელონა" უსწრებს. ბლაუგრანელებმა რამდენჯერაც "ჩემპიონთა ლიგის" თასი აიღეს, იმ წელს ისინი ამავდროულად ქვეყნის ჩემპიონებიც გახდნენ.

 

პეპ გვარდილას პირველი წელი "ბარსას" პირველი გუნდის მწვრთნელის რანგში წარმატებული გამოდგა. გუნდმა ტრიპლეტის შესრულება მოახერხა, რის შემდეგაც მას კიდევ მოპოვებისთვის "განწირული" 3 თასი დაუმატეს. გუნდმა ტრიპლეტი წელსაც შეასრულა, თუმცა ამჯერად "სამეფო თასის" ნაცვლად კატალონიელებს ხელთ პრე–სეზონში მოპოვებული ესპანეთის "სუპერ თასი" უპყრიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.