დი სტეფანო: "მესი მეც მაჯობებს, პელესაც და მარადონასაც"

დი სტეფანო: "მესი მეც მაჯობებს, პელესაც და მარადონასაც"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მისი საპატიო პრეზიდენტი, ალფერდო დი სტეფანო, არასდროს მალავდა საკუთარ სიმპატიებს კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფოვარდის, ლიონელ ანდრეს მესის, მიმართ. დონ ალფრედოს აზრით, ლეო ძალიან ბევრ ლეგენდას აჯობებს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "Ole".

 

"ლიონელ მესი მართლაც საუკეთესოდ ასპარეზობს. როდესაც ბურთს მიიღებს, ისეთ კონტროლს აწესებს მასზე, რომ თითქმის შეუძლებელია ბურთის ართმევა მისთვის. ის საუკეთესო ინდივიდუალისტია და ჩემი სამი საყვარელი ფეხბურთელის სიაშიც შედის. მან იცის პოზიციის სწორი შერჩევა მოედანზე და საუკეთესო ვარიანტს ირჩევს, არამარტო ბურთის ფლობის დროს, არამედ მის გარეშე ყოფნისასაც. ეჭვგარეშეა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია "ბარსელონაში". ხალხი ხშირად სხვას ასეთ შეკითხვას: აჯობებს თუ არა ლიონელ მესი ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან პელე, მარადონა, კრუიფი და დი სტეფანო? ის ძალიან ახალგაზრდაა და ჩემი აზრით, ოთხივე ჩვენგანს გვაჯობებს". დაასრულა ალფრედო დი სტეფანომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.