გვარდიოლა: "საკუთარი თავი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია"

გვარდიოლა: "საკუთარი თავი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია"

გუშინდელ თამაშის შემდეგ, სადაც "ბარსელონამ" 3:1 მოუგო "მანჩესტერს" და აღმართა ჩემპიონთა თასი, პეპ გვარდიოლამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. მან საკუთარ თავსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა. იტყობინება "უეფას" ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ. მიყვარს, როდესაც ამ ბიჭებს ვავარჯიშებ, თუმცა ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ერთი წლით მსურს დარჩენა, ხოლო შემდეგ მოვიფიქრებ კვლავ დავრჩე თუ წავიდე. მე სიამოვნებით ვუძღვები ამ შესანიშნავ კოლექტივს, ხოლო როდესაც სიბერე შემაწუხებს, უბრალოდ დასასვენებლად წავალ, ცოტას დავისვენებ და შევეცდები იგივე შემართებით დავბრუნდე ფეხბურთში".

 

"მომავალში რთული საქმის კეთება მოგვიწევს. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი, რომელიც სხვა კლუბში მუშაობს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისეთივე ფეხბურთელები მეყოლება გვერდში, როგორებიც დღეს არიან. მხოლოდ ეს ფაქტორი გადაწყვეტს ჩემს ბედს".

 

"მესი–ეს არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ ყოველ თამაშში. ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელს ჯობია, ვინც კი ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, გუნდში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი მყავს, მაგრამ ლიონელის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა გადამწყვეტ მომენტებში. მესი უნიკალური და განუმეორებელია. იმედი მაქვს, ის მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება. მჯერა, რომ მომავალში "ბარსა" კვლავ დაიპყრობს მწვერვალებს და ეს ყველაფერი მოხდება იმ გუნდის დახმარებით, რომელსაც სათავეში არგენტინელი ტალანტი ეყოლება". დაასრულა პეპ გვარდიოლამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.