მეოთხე თასი აბიდალმა აღმართა

მეოთხე თასი აბიდალმა აღმართა

  1992 წელს თასი ხოსე რამონ ალეხანდრომ აღმართა, 2006 და 2009 წლებში კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, 2011 წელს კი ერიკ აბიდალმა.  კარლეს პუიოლმა თავისი კაპიტნის სამკლაური დროებით ფრანგ მცველს დაუთმო, რადგანაც თასი მას აღემართა. მოგეხსენებათ, თუ რამდენიმე თვის წინ რა მდგომარეობაში იყო ერიკ აბიდალი, არავის ეგონა ის, რომ იგი "უემბლიზე" დაბრუნდებოდა და მეტიც ამ თასს აღმართავდა. ეს ნამდვილად კარგი ჟესტი იყო კარლეს პუიოლის მხრიდან, მან ამით დაანახა ფრანგს, რომ მთელი გუნდი მას გვერდში ედგა და ახლაც უდგას. ბუნებრივია რთულია რამდენიმე თვის წინ რეანიმაციაში იწვე სიმსივნის გამო, ხოლო შემდეგ დაუბრუნდე თამაშს, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის რთული გადასალახი, მაგრამ "ბარსელონას" 22 – იანმა ყველაფერი კარგად დაძლია ფეხბურთელების დახმარებით და მეოთხე თასიც თავისი თავის ზევით იხილა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.