ვალდესი და პუიოლი ტრადიციულად პრეს-კონფერენციაზე...

ვალდესი და პუიოლი ტრადიციულად პრეს-კონფერენციაზე...

 

პარიზისა და რომის ფინალის მსგავსად, წელსაც, "ბარსას" მხრიდან წინასამატჩნო პრეს–კონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს თან გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი და გუნდის კარის დარაჯი, ვიქტორ ვალდსი ახლდნენ...

 

"თავს კარგად ვგრძნობ, მე მზად ვარ", განაცხადა გუნდის კაპიტანმა პარასკევის პრეს–კონფერენციაზე. მოგეხსენებათ კარლესს ბოლო თვეები სათაშო დრო ტრავმის გამო იშვიათად ეძლეოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობს: "ბოლო თვეებია დიდი ხანი თამაშს ვერ ვახერხებდი. ახლა უკეთესად ვარ და იმაზე მეტი ვარჯიში შემიძლია, ვიდრე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარ ფინალიამდე შემეძლო."

 

"ბარსას" დაცვის "ბურჯმა" თქვა, რომ გუნდი ძალიან აღელვებულია და რომ ისინი სიამოვნების მიღებისთვის მზად არიან. "აქ მოხვედრა მარტივი არ იყო", განაცხადა მან იქამდე, სანამ დაამატებდა, რომ მისი გუნდი ძალიან იღბლიანია იმით, რომ მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ირიცხება: "უმნიშვნელოვანეს მატჩებში მესი ყოველთვის თავს იჩენს. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღე მისი იქნება."

 

გუნდის კიპერმა კი "ისტორიის შექმნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ეს არის თამაში, რომელიც როგორც შეგვძლია უნდა მოვიგოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი ფილოსოფიის მიმართ ლოიალურები ვიქნებით. ყველაზე მთავარი თასის მაღლა აღმართვაა."  მან ასევე ახლანდელი "ბარსას" სულისჩამდგმელზე, ლეგენდარულ იოჰან კრუიფზე ისაუბრა. მისი განცხადებით იოჰანის "აჩრდილი" ყოველთვის მათთანაა, როგორც მრჩეველი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.