საათების, წუთებისა და წამების თვლა ისტორიის თანხლებით

საათების, წუთებისა და წამების თვლა ისტორიის თანხლებით

 

2011 წლის 28 მაისი – გრიგორიანული კალენდრის 148–ე დღე. დღე, როდესაც საბერძნეთში ქალებს ხმის უფლება მიეცათ (1952). დღე, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები ტრანსკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან, სამოუკიდებლობას აცხადებენ (1918) და დღე, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი ასე ძალიან ელის (2011)...

 

2011 წლის 28 მაისს, ლონდონი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს უმასპინძლებს. "უემბლი" კატალონიურ "ბარსელონასა" და ინგლისურ "მანჩესტერს" ჩვენსავით მოუთმენლად ელის. შესაძლოა ჩვენსავით საათებს, წუთებსა და წამებს ვერ ითვლის, მაგრამ ისიც ელის, თავისებურად ელის ... ეს არის სტადიონი, სადაც "ბარსაც" და "იუნაიტედიც" პირველად ეზიარა "ჩემპიონთა ლიგის" თასს და ეს არის სტადიონი, სადაც ამ ორი გუნდიდან ერთ–ერთი მეოთხედ ეზიარება მას.

 

ბლაუგრანელები და წითელი ეშმაკუნები ერთმანეთს მეთერთმეტედ დაუპირისპირდებიან. ამ თერთმეტი დაპირისპირდებიდან, თასების არ იყოს, გუნდებს გამარჯვება სამ–სამჯერ აქვთ მოპოვებული, ხოლო დანარჩენ ოთხ შეხვედრაში გამარჯვბული, ფრედ დაფიქსირებული შედეგების გამო, ვერ გამოვლინდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედსაც" და "ბარსასაც" ფინალში ერთმანეთი დამარცხებული ჰყავთ. წითლებმა ბლაუგრანელები 1991 წლის "თასების მფლობელთა თასის" ფინალში, როტერდამში ანგარიშით 2–1 დაამარცხეს. "მანჩესტერის" მხრიდან ორივე გოლის გატანა ყოფილმა აზულგრანელმა მარკ ჰიუზმა მოახერხა, ხოლო კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კუმანმა, 79–ე წუთზე გაიტანა. ის ფინალი კი, რომელშიც გამარჯვება "ბარსა" დარჩა, ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. ეს 2009 წელს "სტადიო ოლიმპიკოზე" მოხდა, როდსაც სამუელ ეტო'ოსა და ლეო მესის გოლების წყალობით მატჩი 2–0, "ბარსას" სასარგებლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 1991 ფინალში გამარჯვებით, სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერთან" ერთად პირველი ევროპული ტიტულის მოპოვება მოახერხა. "ბარსა" ასევე სერ ალექსისთვის გახდა მეორე ესპანური გუნდი, რომელიც მისმა გუნდმა "თასების მფლობელთა თასის" გათამაშების ფინალში დაამარცხა. პირველი "რეალ მადრიდი" გახლდათ. ბლანკოსის დამარცხება ფერგის გუნდმა 1983 წლის ფინალში მოახერხა. მაშინ შოტლანდილი სპეციალისტი შოტლანდიურ "აბერდინს" წვრთნიდა. ასევე არ შეიძლება არ გავიხსენოთ (თუმცა რომც არ გავიხსენოთ ამით მაინც არაფერი დაშავდება...) 1994 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრა. მაშინ პოლ სქოულზს "ჩემპიონთა ლიგაში" დებიუტი ჰქონდა. მაშინდელი "ბარსას" ღირსებას ხოსეპ გვარდიოლაც იცავდა. ეს მატჩი ფრედ, 2–2 დასრულდა.

 

The Road To Wembley

[media=http://www.youtube.com/watch?v=jP3YHtNOnZ0]

 

როგორც უკვე აღვნიშნე, "ბარსაც" და "იუნაიტედიც" ევროპის თასის ცაში მეოთხედ აღმართვისთვის ემზადება. თასების რაოდენობით ფინალისტებს ოთხ–ოთხი მოპოვებული ტიტულით "აიაქსი" და "ბაიერნი" უსწრებთ. მათ წინ კი "ლივერპული" (5), "მილანი" (7) და "რეალ მადრიდი" (9) იდებენ ბინას. 

 

კატალონიელებს ფინალისთვის გემო 6–ჯერ აქვთ გასინჯული. აქედან 3–ჯერ დაუმწიფებელი ფინალი შეხვდათ. მათი ფინალში დამარცხება "ბენფიკამ", "სტიაუამ" და "მილანმა" შეძლეს, ხოლო ბლაუგრანელების მსხვერპლები "სამპდორია", "არსენალი" და "მანჩესტერი" აღმოჩნდნენ. რაც შეეხება "იუნაიტედს", ისინი ფინალში სულ ოთხჯერ არიან გასულები და აქედან 3–ჯერ გამარჯვებულებიც დარჩნენ. მათ ფინალური აკორდის აღებისას "ბენფიკას", "ბაიერნისა" და "ჩელსის" დამარცხება შეძლეს, ხოლო 2008/09 წლების სეზონში მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა, კატალონიური კლუბის გულშემატკივართა სასიხარულოდ, "ბარსელონასთან" დამარცხდნენ.

 

1968 წელს, "უემბლიზე" გამართულ ფინალში, "მანჩესტერმა" გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა. ძირითადი დრო "ბენფიკასთან" ფრედ, 1–1 დასრულდა, რის შემდეგაც ბობი ჩარლტონის, ბესტისა და კიდდის ყოჩაღობის წყალობით მატჩი წითელ ეშმაკთა გამარჯვებით, 4–1 დასრულდა. "იუნაიტედის" მსგავსად, პირველი ევროპული ტიტულის მოპოვებისას "ბარსასაც" არ ეყო ძირითადი, 90 წუთი. 1992 წლის "უემბლის" ფინალში გადამწყვეტი გოლი 111–ე წუთზე, კუმანის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ გავიდა. ამ მატჩის დროს პეპ გვარდიოლა 21 წლის გახლდათ. 3 წლის შემდეგ კი პეპს კიდევ ერთ ფინალში მოუწია მონაწილეობის მიღება, თუმცა მაშინ "ბარსა" იტალიურ "მილანთან" ანგარიშით, 4–0 დამარცხდა, რაც კატალონიური კლუბის გულშემატკივართათვის არც ისე ტკბილად გასახსენებელია, თუმცა წარსულია. წარსულს კი რაც არ უნდა გავექცეთ, საბოლოოდ ისე აღმოჩნდება, რომ  გაქცევის მაგიერ მასთან უფრო ახლო კონტაქტს ვამყარებთ...

 

28 მაისამდე, კატალონიის "ბარსელონამ" ინგლისურ კლუბებთან 57 შეხვედრა გამართა. აქედან 23–ჯერ გამარჯვება ბლაუგრანელებს დარჩათ, 18 ფერდ დასრულდა, ხოლო 16–ში გამარჯვებულები ინგლისელები დარჩნენ. ინგლისელებთან გასვლით შეხვედრებში "ბარსამ" 6–ჯერ გაიმარჯვა, 8–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 13–ში დამარცხდა. ხოლო ლონდონში, ინგლისურ კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებში 2–ჯერ ბლაუგრანამ გაიმარჯვა, 4–ჯერ ინგლისურმა კლუბებმა, ხოლო 3–იც ფრედ დასრულდა.

 

"უეფას" გათამაშებაში ჩვენ 15 ანგლო–ესპანური ფინალის მომსწრენნი გავხდით:

2010 UEFA Europa League: ატლეტიკო მადრიდი 2-1 ფულემი
2009 UEFA Champions League: ბარსელონა 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი
2006 UEFA Champions League: ბარსელონა 2-1 არსენალი
2006 UEFA Cup: სევილია 4-0 მიდელსბრო
2001 UEFA Cup: ლივერპული 5-4 დეპორტივო ალავესი
1998 UEFA Super Cup: რეალ მადრიდი 1-0 ჩელსი
1995 UEFA Cup Winners' Cup: რეალ სარაგოსა 2-1 არსენალი
1991 UEFA Cup Winners' Cup: მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ბარსელონა
1982 UEFA Super Cup: ასტონ ვილა 3-1 ბარსელონა
1981 European Cup: ლივერპული 1-0 რეალ მადრიდი
1980 UEFA Super Cup: ვალენსია 2-2 ნოტინგემ ფორესტი (ვალენსია გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით იგებს)
1980 UEFA Cup Winners' Cup: ვალენსია0-0 არსენალი (5-4 პენ.)
1979 UEFA Super Cup: ნოტინგემ ფორესტი 2-1 ბარსელონა
1971 UEFA Cup Winners' Cup: ჩელსი 2-1 რეალ მადრიდი
1963 UEFA Cup Winners' Cup: ტოტენჰემ ჰოტსპურსი 5-1 ატლეტიკო მადრიდი

 

ფინალისტებს ერთმანეთთან ბევრი საერთოც გააჩნიათ. მაგალითად ის, რომ იმის შემდეგ, რაც "ჩემპიონთა ლიგას", "ჩემპიონთა ლიგა" ეწოდა, ორივე გუნდს მეტოქის კარის ბადე შიგნიდან 303–ჯერ ყავთ შეწუხებული, ხოლო საკუთარ კარის ბადე 158–ჯერაა შეწუხებული. საერთო აქვთ ისიც, რომ ხერარდ პიკე არსებობს. პიკე 2004 წელს, "ბარსას" აკადემიაში 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა, საიდანაც შინ 2008 წელს დაბრუნდა. მან წითელი ეშმაკუნების ღირსების დაცვა 23 მატჩში მოახერხა და ამ 23 მატჩში 2 გოლის გატანაც შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის ფინალამდე ლეო მესის ინგლისური კლუბების კარი დალაშქრული არ ჰქონია. ლეოს ინგლისურ კლუბებთან სადებიუტი გოლის შემდეგ ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2006 წლის ფინალში, ვიქტორ ვალდესმა და კარლეს პუიოლმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, როდესაც ადრეს ინიესტა "ბარსას" მეორე ტაიმში შეუერთდა. 1999 წლის ფინალიდან კი "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ გიგზიღა შემორჩა. ბერბატოვმა 2002 წელს კატალონიის "ბარსელონას" კარის დალაშქვრა მოახერხა. 2002 წლის ნოემბერში "ლევერკუზენმა" "ბარსას" ანგარიშით, 2–1 დამარცხება მოახერხა. ამ მატჩში კი ბერბატოვი გერმანული კლუბის ღირსებას იცავდა. აბა, რო არ დაეცვა ისე გოლს ხომ ვერ გაიტანდა?.. თუმცა თუ პინტო ხარ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ბერბასა და სხვა მრავალ ფეხბურთელს "ბარსას" მეორე მეკარემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია...

 

ბარსელონა vs მანჩესტერი – პრომო

[media=http://www.youtube.com/watch?v=BIJllb_2J7o]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.