ლარსონი "ბარსასკენ" იხრება

ლარსონი "ბარსასკენ" იხრება

 

სულ უფრო ცოტა დრო რჩება "უემბლის" ფინალამდე და სულ უფრო ცოტა ფეხბურთში "ჩახედული" ადამიანი რჩება, რომელსაც თავისი აზრი ჟურნალისტებისთვის არ გაენდია. "ევროსპორტმა" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა და ინტერვიუ "ბარსასა" და "მანჩესტერის" ყოფილ შვედ ფეხბურთელთან, ჰენრიკ ლარსონთან ჩაწერა...

 

"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი ზედმეტი საუბრის გარეშე აცხადებს, რომ ამ შეხვედრას კატალონიელები მოიგებენ: "მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" მოიგებს. მიუხედავად იმისა, რომ მე "მანჩესტერში" კარგი მეგობრები მყავს, მაინც "ბარსასკენ" ვიხრები. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ დიდებული ფინალის მომსწრენნი გავხდებით და გულშემატკივრებიც ისიამოვნებენ."

 

შვედი ფორვარდის განცხადებით, ინგლისელები დაცვით ფეხბურთის თამაშს არ აპირებენ. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ უმრავლესობა ფეხბურთელებისგან, ფეხბურთის ექსპერტებისგან, თუ უბრალო გულშემატკივრებისგან განსხვავებით, მან განაცხადა, რომ იგი 2009 წლის ფინალის მსგავს მატჩს ელის: "მე ვფიქრობ, რომ 2009 წლის ფინალის მსგავსი მატჩი გველის. "ბარსა" მოიპოვებს ბურთს, ხოლო "იუნაიტედი" პრესინგს მიმართავს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან გახსნილი მატჩი იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

 

კითხვაზე, არის თუ არა ეს "ბარსელონა" საუკეთესო თავის ისტორიაში, მან განაცხადა: "მათ რამდენიმე დიდებული გუნდი ჰყავდათ, თუმცა არც ერთი ამ "ბარსას" მსგავსი. განმაცვიფრებელია ის, თუ როგორ თამაშობენ და თუ როგორი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩავი, ინიესტა მესი ... ჩემი აზრით, "ბარსელონას" ისტორიაში ეს საუკეთესო გუნდია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.