ფინალს ვიქტორ კასაი განსჯის

ფინალს ვიქტორ კასაი განსჯის

"უეფას" ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას უმსაჯებს უნგრელი მსაჯი, ვიქტორ კასაი.

 

35 წლის უნგრელმა მსაჯმა ოფიციალურად 60 "უეფას" შეხვედრას უმსაჯა, მას შემდეგ, რაც დებიუტი ჰქონდა 2008 წელს. ვიქტორ კასაიმ მიმდინარე სეზონშ იმსაჯა "უეფას" თასის 1 მატჩში და ჩემპიოNთა ლიგის 5 თამაშში. სწორედ უგრელი ნსჯიდა "ინტერისა" და "ბაიერნის" მატჩს, ასევე ჯგუფურ ეტაპზე "ვალენსიასა" და "მანჩესტერის" თამაშს.

 

უნგრელმა მსაჯობის უფლება მიიღო 2003 წელს. ის აირჩიეს მთავარ მსაჯად ევრო 2005–ზე (19 წლამდელთა) და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (20 წლამდელთა). რაც შეეხება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ვიქტორ კასაიმ განსაჯა ნახევარფინალური მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს შორის.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ვიქტორ კასაის უნგრელ მსაჯთა კოლექტივი ეყოლება გვერდში. ლაინსმენები იქნებიან: გაბორ ეროსი და გიორგი რინგი, ხოლო ისტვან ვადი იქნება მეოთხე რეფერი. კასაის ორი დამატებითი ასისტენტი იქნება: მილი ფაბიანი და ტამას ბოგნარი, სარეზერვო მსაჯი კი – რობერტ კისპალი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.