ფეხბურთელები ახალ სასტუმროში დაბინავდნენ

ფეხბურთელები ახალ სასტუმროში დაბინავდნენ

 

Grove Hotel-ში ორი ღამის გატარების შემდეგ, "ბარსას" ფეხბურთელები ჩელსიში, სასტუმრო The Wyndham Gran Hotel-ში გადაბარგდა...

 

მოგეხსენებათ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო, კატალონიური კლუბის ფეხბურთელებს ლონდონში ჩაფრენა დაგეგმილზე ორი დღით ადრე მოუწიათ. ამიტომაც მათ The Grove Hotel-ში დაბინავება მოუხდათ. დღეს, ვარჯიშის შემდეგ კი ფეხბურთელებმა გეზი იმ სასტუმროსკენ აიღეს, რომელ სასტუმროშიც თავიდანვე იყო დაგეგმილი დაბინავება.

 

პარასკევს საღამოს, ორივე გუნდი "უემბლის" მინდორზე გააგორებს ბურთს. პირველი სავარჯიშოდ მოედანზე ინგლისური კლუბის ფეხბურთელები შევლენ. 18 საათსა და 15 წუთზე  პეპი, ვიქტორ ვალდესი და პუიოლი პრესის წინაშე წარსდგებიან. ადგილობრივი დროით 19 საათზე კი ვარჯიშს ამჯერად პეპ გვარდიოლას შეგირდები გამართავენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.