ვოზნიაცკი: ”იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონა” ფინალს მოიგებს”

  • 26-05-2011, 22:32
  • ვოზნიაცკი: ”იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონა” ფინალს მოიგებს”

    მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ თავისი აზრი გამოთქვა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც ერთმანეთს ”მანჩესტერ იუანიტედი” და ”ბარსელონა” დაუპირისპირდება.

    ”რთული სათქმელია ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი დიდებული გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ”ბარსელონა” ყოველთვის მომწონდა სხვებთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ წარმატებას ეს გუნდი მიაღწევს” - ვოზნიაცკის სიტყვებს ”როლან გაროსის” ოფიციალური საიტი ციტირებს.

    აღსანიშნია ისიც, რომ თავად ვოზნიაცკი ”ლივერპულის” გულშემატკივარია.

    აქვე ვიდეო, თუ როგორ ეპყრობა ის ბურთს

                                           [media=http://www.youtube.com/watch?v=YjySAPQgaOY]

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი