მარკესი: "ჩიჩარიტოს გოლები და 'ბარსას' გამარჯვება მინდა"

  • 26-05-2011, 19:59
  • მარკესი: "ჩიჩარიტოს გოლები და 'ბარსას' გამარჯვება მინდა"

     "ბარსელონას" ყოფილმა მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა განაცხადა, რომ ძალიან სურს სამშაბათს იხილოს მისი თანაგუნდელის, ჩიჩარიტოს დუბლი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს "ბარსელონას" გამარჯვებაში ხელს არ შეუშლის.  

     

     რაფაელ მარკესი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. მექსიკელმა ეს არა ერთხელ, არამედ ორჯერ გააკეთა 2006 წელს პარიზში, ხოლო 2009 წელს რომში. სამშაბათს რაფა მის ყოფილ გუნდს კიდევ ერთხელ იხილავს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში, მაგრამ ამჯერად გაცილებით შორს იქნება. მიუხედავად ამისა, მან სავსებით ნათლად გამოხატა, თუ ვის უგულშემატკივრებს ფინალში.

     "როგორც  მექსიკელს, ძალიან მინდა, რომ ჩიჩარიტომ მინიმუმ დუბლი მაინც შეასრულოს. მიუხედავად ამისა, სამშაბათს მთელი სულითა და გულით ვუგულშემატკივრებ კატალონიის "ბარსელონას", კლუბს, რომელმაც შვიდი ულამაზესი სეზონი მაჩუქა." - განაცხადა "რედ ბულზის" ფეხბურთელმა. "ფინალში კატალონიური კლუბის მაისურით თამაში დაუვიწყარი გამოცდილებაა. ამ თამაშებმა მე პერსონალურად გამზარდა."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი