აბიდალი და ახალგაზრდა ესპანელები ნაკრებებში გამოიძახეს

  • 26-05-2011, 19:24
  • აბიდალი და ახალგაზრდა ესპანელები ნაკრებებში გამოიძახეს

     

    კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს...

     

    მოგეხსენებათ ღვიძლის სიმსივნის გამო, ფრანგ ფეხბურთელ ერიკ აბიდალს რამდენიმე თვის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 2 თვის შემდეგ იგი მოედანსაც დაუბრუნდა. მოედანს კი დაუბრუნდა, მაგრამ ალბათ არავინ ელოდა, რომ 31 წლის ფეხბურთელს ლორან ბლანი იმ 26 კაცს შორის შეიყვანდა, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების ღირსების დაცვას შეეცდებიან. "მე ათი დღის წინ ერიკს შეტყობინება დავუტოვე, სადაც განვუცხადე, რომ მისი მოედანზე დაბრუნებით ძალიან გახარებული ვიყავი" – განაცხადა ბლანმა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს 3 ივნისს, ბელარუსიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 6 და 9 ივნისს ამხანაგურ შეხვედრებში უკრაინისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

     

    თავიანთ ნაკრებში ასევე გამოძახებულები არიან ბოიან კრკიჩი, ხეფრენ სუარესი, ტიაგო ალკანტარა, მარტინ მონტოია და რუბენ მინიო. ეს ფეხბურთელები ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ. 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი