ბუსკეტსი: ”დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”

  • 26-05-2011, 16:44
  • ბუსკეტსი: ”დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”


    კატალონიური ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მის თამაშზე არ აისახება ის მოვლენები, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში, მადრიდს ”რეალთან” ჰქონდა ადგილი.

    შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. მადრიდის ”რეალის” წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სერხიომ მარსელო ჟუნიორი რასისტული გამონათქვამებით შეამკო, უწოდა რა მას მაიმუნი.

    ”ეს მოვლენები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემს თამაშზე არ აისახება. მოედანზე ისეთი კონცენტრაციით გამოვალ, როგორც ყოველთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მატჩში დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მე გაბრაზებული არ ვარ, რადგან მომხდარი უკვე დავივიწყე” - განაცხადა ბუსკეტსმა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი