ლინეკერი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ლინეკერი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან მწირი შანსი აქვს იმისა, რომ დაამარცხოს კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გარიმ ამის შესახებ ისაუბრა BBC-სთან.

 

"თუ "ბარსელონა" ითამაშებს თავის სტილში, მაშინ გაიმარჯვებს. "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შანსი, თუ იღბალი მათ მხარეს გადავა და კატალონიელებს არ წაუვათ თამაში. იმის გამო, რომ ფინალი ტარდება ინგლისში, "უემბლიზე", "წითელ ეშმაკუნებს" უფრო დიდი მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა ფინალი მხოლოდ 1 მატჩიანია და არა 2. ასეთ შემთხვევაშიც, 10 თამაში რომ გამართულიყო ამ ორ კლუბს შორის, "მანჩესტერი" 1 ან 2–ს თუ მოიგებდა, ერთი ან ორიც საყაიმო ანგარიშით დასრულდებოდა და დანარჩენში კატალონიელები იმარჯვებდნენ". დაასრულა გარი ლინეკერმა BBC-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.