შმეიხელი: "მანჩესტერი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმეგ ითამაშებს"

  • 23-05-2011, 08:23
  • შმეიხელი: "მანჩესტერი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმეგ ითამაშებს"

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი, დარწმუნებულია იმაში, რომ თავისი ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეთამაშება მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

     

    შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "წითელი ეშმაკები" დაუპირისპირდებიან "ლურჯ–ბროწეულისფერებს".

     

    "მე მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის". რეალისტები ვიყოთ და ერთი რამ ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბარსელონა" დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, ასეთ ფინალზე ოცნებობს ფეხბურთის მოყვარული. ამ მატჩში მოტივაცია არცერთ გუნდს არ აკლია, რადგანაც ორი წლის წინ ისინი ერთმანეთს კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ, სადაც კატალონიელებმა იმარჯვეს. "ეშმაკუნები" ახლა მოძლიერდნენ და ნამდვილად საინტერესო და დაძაბულ ბრძოლას ვიხილავთ". დაასრულა პეტერ შმეიხელმა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge