"ბარსა"–ყველაზე ანაზღაურებადი კლუბი მსოფლიოში

"ბარსა"–ყველაზე ანაზღაურებადი კლუბი მსოფლიოში

არის გვარდიოლას გუნდი საუკეთესო მსოფლიოში? ეს თემა შეიძლება გადაიზარდოს დაუსრულებელ დისკუსიაში. თუმცა რეალობაა ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" ყველაზე ანაზღაურებადი კლუბია მსოფლიოში. გლობალური სპორტის ბიუჯეტის დამკვირვებლების თანახმად, "ბარსელონას" პირველი გუნდის საშუალო შემოსავალი 2009/10 წლებში იყო 4.94 მლნ. ევრო (7.9 მლნ. დოლარი), ან 95,081 ევრო კვირაში. ამ მონაცემების მიხედვით "ბლაუგრანას" ფეხბურთელების ანაზღაურება ძალიან მაღალია და მათ უფრო მეტს უხდიან, ვიდრე მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს, რომელიც მეორე ადგილს დასჯერდა ეროვნულ ჩემპიონატში. ბეიზბოლი გუნდმა "ნიუ იორკ იანქის", დათმო ლიდერი პოზიცია, რომელიც წინა წელს მოიპოვა და ჩამოვიდა მესამე ადგილზე.

 

დაკვრივებები ჩაატარა sportinintelligence.com–მა. დაკვირვებები მიმდინარეობდა მსოფლისო 14 საუკეთესო ტურინირში, როგორებიცაა: NBA, IPL, MLB, NFL, NHL, სერია ა, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა. ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ შემდეგი საკალათბურთო გუნდები: "ლოს ანჟელეს ლეიკერსი", "ორლანდო მეჯიქი" და "დენვერ ნაგეთსი". ბეიზბოლის გუნდებიდან მოვხდა "ბოსტონ რედ სოქსი", ხოლო საფეხბურთო კლუბებიდან: მილანის "ინტერი" (სერია ა), "ჩელსი" (პრემიერ ლიგა) და "მანჩესტერ სიტი" (პრემიერ ლიგა). პრემიერ ლიგა კი მიჩნეულია ყველაზე მდიდარ ჩემპიონატად.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდიდან წასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს ლიონელ მესის ხელფასის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს კლუბს რეიტინგის ამაღლებაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.