ბუსკეტსი შესაძლოა დაისაჯოს

ბუსკეტსი შესაძლოა დაისაჯოს

"უეფას" დისციპლინარულმა კიმიტეტმა საქმე გახსნა სერხიო ბუსკეტსის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ისინი კვლავ დაუბრუნდებიან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში მომხდარ ინციდენტებს. სერხიოს ბრალად ედება რასისტული გამონათქვამები მარსელოს მიმართ. იუწყება "უეფას" ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

"უეფას" ოფიციალური საიტი: "უეფას" ოფიციალურმა კომიტეტმა საქმე აღძრა "ბარსელონას" ნახევარმცველზე, სერხიო ბუსკეტსზე. მან დაარღვია დისციპლინარული კომიტეტის მე–11 მუხლი, რაც ითვალისწინებს იმ ფეხბურთელის დასჯას, რომელიც რასისტული გამონათქვამით მიმართავს ოპონენტს. სწორედ ასე მოხდა 27 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში. ბუსკეტსმა რასისტული გამონათქვამებით "შეამკო" მარსელო".

 

"ეს ინფორმაცია მოგვაწოდა მადრიდულმა კლუბმა, რომელთაც ხელთ ჰქონდათ ვიდეო და ფეხბურთელების ხელმოწერები. დისციპლინარული კომიტეტი სხდომათა მაგიდას 15 მაისს მიუჯდება, ხოლო ვერდიქტის შესახებ 16 მაისს შეიტყობთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.