13 მაისი

13 მაისი

2009 წლის 13 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკი" 4:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-9 წუთზე, ტოკერომ ბასკები დააწინაურა. შესვენებამდე, ეფექტური გოლით, ანგარიში იაია ტურემ გაათანაბრა, ხოლო მე-3 ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში, კატალონიელებმა მეტოქეს კიდევ 3 გოლი გაუტანეს.

1996 წლის 13 მაისს, კატალონიის თასზე, "ბარსელონა" "ესპანიოლთან" 1:5 განადგურდა.

1956 წლის 13 მაისს, "ბარსელონასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად, ესპანეთში ალფრედო დი სტეფანო ჩავიდა, მაგრამ მადრიდის "რეალი" პრეზიდენტმა, არგენტინელის თავის კლუბში გადაბირება მოახერხა. შედეგად, ფიფა-მ დის ტეფანოს ესპანეთსი თამაში აუკრძალა, რადგან ორივე კლუბს უკვე ჰქონდა სატრანსფერო თანხა გადახდილი. სიტუაციის გარკვევას 4 თვე დასჭირდა.

1902 წლის 13 მაისს, "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ. პირველი "ელ კლასიკო" კატალონიელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, ანგარიშით 3:1.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.