ვიდიჩი: ”ძალიან რთული იქნება ”ბარსელონას” დამარცხება”

ვიდიჩი: ”ძალიან რთული იქნება ”ბარსელონას” დამარცხება”

ნემანია ვიდიჩი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს და მისი გუნდი მზადაა ”ბარსელონას” დასამარცხებლად, თუმცა აღიარებს, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

გრანდიოზული ფინალი იქნება. ორი შესანიშნავი გუნდი, სხვადასხვა სათამაშო სტილით. თამაში ”უემბლიზეა”, რაც სულ მცირე უპირატესობას გვაძლევს, თუმცა ამ მატჩში რთულია ფავორიტის გამოყოფა. ყოველშემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ.”- განაცხადა ვიდიჩმა სერბულ ყოველდღიურ გამოცემასთან ინტერვიუში.

ვიდიჩის აზრით გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ”მანჩესტერ იუნაიტედმა” დეტალურად გაანალიზა ესპანური გრანდის თამაში. ”ისინი ბრწყონვალედ თამაშობენ. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.”

”კატალონიელები რთული მეტოქეები არიან მცველებისთვის, ვინაიდან ხშირად მიმართავენ როტაციას.  ისინი არაჩვეულებრივად ფლობენ ბურთს, ძირითადად მოედნის ცენტრში. სწორედ ამ პოზიციაზე მიწევს თამაში და წინასწარ ვიცი, რომ დიდი სამუშაო მელის.”

ვიდიჩის აზრით ”ჩავი და ინიესტა გუნდის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ემატება მესის, ვილიასა და პედროს სწრაფი თამაში.”

”ეჭვგარეშეა, რომ ”ბარსელონა” ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.” - განაცხადა ვიდიჩმა და იქვე დაამატა, რომ უძლეველი არავინაა.

ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს. ჩვენ გვაქვს ხარისხი, სიძლიერე, სიჩქარე, გამოცდილება. ეს არის ის, რაც საჭიროა ევროპის უმაღლესი ჯილდოს მოპოვებისთვის.”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.