გვარდიოლა: ”ინტერი”? კონტრაქტი ”ბარსელონასთან” მაქვს გაფორმებული”

  • 8-05-2011, 12:31
  • გვარდიოლა: ”ინტერი”? კონტრაქტი ”ბარსელონასთან” მაქვს გაფორმებული”

    ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, თავისი აგენტის შემდეგ განაცხადა, რომ იტალიაში წასვლას არ გეგმავს.

    ”ინტერესი ”ინტერის” მხრიდან დიდი პატივია ჩემთვის. ეს დიდი კლუბია. გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩემი კონტრაქტი ”ბარსელონასთან” კიდევ ერთი წლით არის გათვლილი. ნებისმიერ შემთხვევაში თავდაპირველად საკუთარ კლუბს და ხელმძღვანელობას გავესაუბრები” - განაცხადა გვარდიოლამ.

    გვარდიოლა 2001-03 წლებში იტალიაში, კერძოდ ”რომასა” და ”ბრეშიაში” ასპარეზობდა. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, 40 წლის ასაკში მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთი ჩემპიონატი (2), სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი (2), ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge