სანქციები "რეალსა" და "ბარსელონას"

სანქციები "რეალსა" და "ბარსელონას"

"უეფას" კონტროლისა და დისციპლინის კომიტეტმა, გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი 27 აპრილის მატჩთან დაკავშირებით, რომელშიც "ბარსელონა" ეწვია "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

 

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, მსაჯთან კამათის გამო მიიღო წითელი ბარათი, ხოლო მატჩის შემდეგ ღიად დაადანაშაულა ორგანიზაცია "ბარსელონას" დახმარებაში. წითელი ბარათის გამო მან განმეორებით შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნა თვალყური, სწორედ ამიტომ, "უეფამ" გადაწყვიტა მომდევნო ხუთი თამაში მარ საერთოდ აეკრძალოს მოედნის ფარგლებში შესვლა.პორტუგალიელი მწვრთნელი ასევე 50.000 ევროთი დააჯარიმეს.

 

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, პეპე, დაისაჯა ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციით. როგორც იცით, მან წითელი ბარათი მიიღო დანი ალვესთან სახიფათო ორთაბრძოლისთვის, რასაც შეიძლებოდა ბრაზილიელის სერიოზული ტრავმა მოჰყოლოდა. ბარათის გამო მან გამოტოვა განმეორებით შეხვედრა, ხოლო შემდეგ წელს, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. ჯარიმა მასაც დაეკისრა 20.000 ევროს სახით.

 

იმ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო ასევე ხოსე მანუელ პინტომ. მან ოფიციალურ პირებთან შეხვლა–შემოხვლაში მიიღო მონაწილეობა და "უეფამ" მას სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამ სამ თამაშში შედის 28 მაისის ფინალი, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.