აგუერო: "მესი რონალდოზე ძლიერია"

აგუერო: "მესი რონალდოზე ძლიერია"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, კუნ აგუერომ, პარალელი გაავლო კატალონიის "ბარსელონას" ფორვარს, ლიონელ მესისა და "რეალის" შემტევზს, კრიშტიანო რონალდოს, შორის. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შედარება მესის სასიკეთოდ იყო: "ლიონელ მესი დღესდღეობით რონალდოზე ძლიერია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მე ვესაუბრე ლეოსაც და იმ არგენტინელებსაც, რომლებიც "რეალში" არიან. უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან დიდი კონკურენციაა ამ ორ გუნდს შორის. ისინი ყველა დანარჩენზე ძლიერები არიან. რაც შეეხება მსაჯობას, ესპანეთში ეს მაღალ დონეზე ნამდვილად არ არის განვითარებული. მიუხედავად ამისა, არბიტრები ყველაფერს აკეთებენ, რათა სწორად იმსაჯონ და არ დაუშვან უხეში შეცდომები". დაასრულა კუნ აგუერომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.