"ბარსა"–"მანჩესტერი". მე–11 შეხვედრა ევრო ტურნირებზე

  • 6-05-2011, 00:09
  • "ბარსა"–"მანჩესტერი". მე–11 შეხვედრა ევრო ტურნირებზე

    მოგეხსენებათ, გაირკვა მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ვინაობა. 28 მაისს, "უემბლიზე", ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი გრანდი: კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი". ისინი მეთერთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს ევრო ტურნირებზე. 8–ჯერ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ ერთად.

     

    მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" და გერზენკერხელის "შალკე" გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, ხოსეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი უკვე მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და კვლავ ფინალურ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ მოედანი, სადაც ისინი შეხვდებიან ერთმანეთს, არის პირველი სტადიონი, რომელზეც ორივე გუნდმა პირველად მოიგო ევრო ტურნირი. ეს სტადიონი გახლავთ "უემბლი". "წითელმა ეშმაკუნებმა" ეს 1968 წელს მოახერხეს, "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" კი 1992–ში.

     

    რომის ფინალი

     

    წლევანდელი ფინალი იქნება 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების განმეორება. ფერგიუსონის შეგირდები წინა მატჩში 2:0 დამარცხდნენ კატალონიელებთან. გოლები სამუელ ეტო'ომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ეს თამაში მე–11 გამოდგა მათთვის. 8 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გამართეს, ხოლო 3 თასების მფოლბელთა თასზე.

     

    "იუნაიტედის" გამარჯვება 1984 წელს

     

    პირველი დაპირისპირება გუდნებს შორის შედგა 1984 წელს, თასების მფლობელთა თასზე. პირველი მატჩი კატალონიელებმა 2:0 მოიგეს "კამპ ნოუზე", ხოლო განმეორებით შეხვედრაში "ეშმაკუნებმა" 0:3 იმარჯვეს საკუთარ კედლებში და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

     

    პირველი ევროპული ფინალი

     

    ორი გრანდის დაპირისპირება კვლავ იმავე ტურნირზე შედგა, 1990/91 წლებში, სადაც მოწოდების სიმაღლეზე კვლავ ინგლისელები აღმოჩნდნენ და 2:1 იმარჯვეს. ეს პირველი ევროპული ფინალი იყო ამ ორ გუნდს შორის. მეორე ფინალური დაპირისპირება შედგა 2009 წელს, სადაც კატალონიელებმა 2:0 იმარჯვეს. მესამე შეხვედრა 28 მაისს, "უემბლიზე" შედგება.

     

    1994/95. "ბარსა" იმარჯვებს ჯგუფურ ეტაპზე

     

    როტერდამის შემდეგ, ეს ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. "ბარსელონა" იმ წელს ჯგუფში მეორეზე გავიდა, თუმცა მეოთხედ ფინალში "მანჩესტერი" გამოთიშა ასპარეზს და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც დამარცხდა "პარის ენჟერმენთან". კატალონიელებმა "ეშმაკუნებს" საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგეს, ხოლო სტუმრად 2:2 ითამაშეს.

     

    "მანჩესტერმა" მოიგო ტიტული "კამპ ნოუზე"

     

    1998/99 წლებში, ეს გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ორივე მატჩი, "კამპ ნოუზეც" და "ოლდ ტრაფორდზეც" 3:3 დასრულდა. თუმცა მომდევნო მატჩებში ინგლისელებმა იყოჩაღეს და ფინალშიც იასპარეზეს. ფინალი "კამპ ნოუზე" იმართებოდა და სწორედ იქ მოუგეს მიუნხენის "ბაიერნს" 2:1. შემდეგ კი დაეუფლნენ ტიტულს.

     

    2007/08 ნახევარფინალი

     

    2007/08 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კვლავ "ბარსელონა" და "მანჩესტერი" შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე", ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე მატჩში კი პოლ სქოულზმა იჩინა თავი და 1:0 დამარცხდა "ბლაუგრანა". ფინალისტმა "იუნაიტედმა" "ჩელსი" დაამარცხა პენალტების სერიაში და დაეუფლა ტიტულს. ფინალი მოსკოვში ტარდებოდა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied