პინტო თავის ამპლუაშია

პინტო თავის ამპლუაშია

ხოსე მანუელ პინტო, "ბარსელონას" სათადარიგო მეკარე, იგი ძალიან ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ პინტო ყველაზე უფრო გამოსარჩევი პიროვნებაა მოედანზე ან მის გარეთ. 

არავის დაავიწყდებოდა პინტოს დასტვენა "კოპენჰაგენთან" მატჩში, შემდეგ უკვე "ლა ლიგაში", გოლის დროს ზღვა ემოცია, მოკლედ პინტო ძალიან ამოუცნობია პიროვნებაა, არავინ იცის თუ რას გააკეთებს "ბარსელონას" მე–2 მეკარე.

გუშინ პინტომ წითელი ბარათი მიიღო ისე რომ მოედანზე არც კი შესულა, სასაცილოა ერთგვარად. როდესაც მოედანს ფეხბურთელები ტოვებდნენ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ არბელოა და კეიტა ერთმანეთში საუბრობდნენ, ბუნებრივია ეს საუბარი მეგობრული არ იყო, მათ საუბარში პინტო ჩაერთო არბელოამ კი ხელი ჰკრა, შემდეგ "ბარსელონას" და "რეალის" ფეხბურთელებმა ხოსე მანუელი დააკავეს და მისი დაშოშმინება სცადეს, ამ დროს კი "რეალის" ოფიციალურმა პირმა პინტოს ხელი ყელში წაუჭირა, პინტომ ეს ვერ მოითმინა და "რეალის" ოფიციალურ პირს ხელი სახეში საკმაოდ გულიანად უთავაზა, შტარკმა კი ის მოედნიდან გააძევა, თუმცა პინტო მოედანზე არც კი ყოფილა. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=cgXOzd4LqIs]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.