ფერგი: "მესი თუ რონალდუ? ჩემთვის კრიშტიანუ უფრო მაღლა დგას"

  • 25-04-2011, 08:25
  • ფერგი: "მესი თუ რონალდუ? ჩემთვის კრიშტიანუ უფრო მაღლა დგას"

    მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა შეადარა "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი და მადრიდის "რეალში" მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ. შოტლანდიელი სპეციალისტის აზრით პორტუგალიელი უფრო ძლიერია ვიდრე არგენტინელი.

     

    "მესი თუ რონალდუ? ორივე ბრწყინვალენი არიან.მე კრიშტიანუსთან ნამუშევარი მაქვს და ალბათ სწორედ ამიტომ მას უფრო მაღლა ვაყენებ ვიდრე ლეოს. ამის გარდა მისი შესაძლებლობებიც კარგად ვიცი. იგი სასწაულებრივად სწრაფია და შესანიშნავად შეუძლია თამაში ორივე ფეხით. ასევე მეორე სართულზე ბრძოლაშიც კარგად თამაშობს. საბოლოო ჯამში პორტუგალიელი არის ნამდვილი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი."

    "მესი–სხვა სტილის ფეხბურთის მოთამაშე, თუმცა ასევე ფანტასტიკურად მოღვაწეობს."

     

    როგორც მოგეხსენებათ რონალდუ "რეალში" გადასვლამდე, სწორედ "იუნაიტედში" თამაშობდა და როგორც სერ ალექსმა თქვა, იგი სწორედ ამიტომ აყენებს უფრო მაღლა მას, ვიდრე მესის.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge