...ის სულ სხვაა...სულ სხვა... (სრულად)

...ის სულ სხვაა...სულ სხვა... (სრულად)

რონალდო დე ასის მორეირა ან უბრალოდ რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს ქალაქ პორტო ალერგეში. მას ძალიან უყვარდა ბურთის აქეთ–იქით გორაობა. იგი ძალიან თბილი და საყვარელი ბავშვი იყო. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა. ოჯახში შემოტანილი მთელი ფული მისი ძმისთვის იხარჯებოდა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. რონიმ "გრემიოს" დუბლებში დაიწყო. იგი იმდენად შესანიშნავი იყო, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სულ ცოტა ხანში პირველ გუნდში გადაიყვანა. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, პირველი დიდი ფული და პირველი თამაშები, როგორც "გრემიოს" ფეხბურთელი. ის ბრწყინვალე გახლდათ. "პსვ" და "ლიდსი" მზად იყვნენ მის საყიდლად, თუმცა სანაცვლოდ უარი მიიღეს. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის. დე ასის მორეირამ ბრაზილიის ახალგაზრდულ გუნდს თასი მოაგებინა, თვითონ კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შემდეგ იყო ბევრი კონფლიქტი "გრემიოს" ხელმძღვანელობასთან. საბოლოო ჯამში სუპერ ვარსკვლავმა აღარ მოისურვა ახალი კონტრაქტის გაფორმება. "არსენალში" გადასვლა არ გამოვიდა. "...მისტერ, მემგონი რომ უნდა ჩავერიოთ საქმეში და დავეხმაროთ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს, მითუმეტეს მისთვის და მისი აგენტისთვის ფული ყოველთვის ბოლო ადგილზეა..." 

ამონაწერი ფრანგული გაზეთიდან (2003 წელი)

...ის სულ სხვაა...სულ სხვა... (სრულად) 

"აი, დადგა დრო, როცა რონალდინიოს პარიზული გასიერნება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა, "პე–სე–ჟეს" ახალმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა ბრაზილიელის წასვლა და ეძებს ახალ, ნამდვილ ლიდერს: "მე არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მთელ დროს ღამის კლუბებში ატარებს, როცა უნდა მაშინ აცდენს ვარჯიშებს და მხოლოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშობს კარგად." აქ კი ვაჰიდი მართალია, რონი მართლაც ვერ დაიკვეხნის დისციპლინის მხრივ. თუმცა რა მისი ბრალია? პარიზი დიდი ქალაქია და ორი წლის განმავლობაში მან პრაქტიკულად შემოიარა ყველა ბარი თუ ღამის კლუბი. ასაკიც ისეთი აქვს, თინეიჯერული, რომ გართობის გარეშე ვერ გაძლებს. ლუის ფერნანდესიც, პარიზელთა ყოფილი მწვრთნელიც იგივე რაღაცეებში ადანაშაულებდა ამომავალ ვარსკვლავს. მაგრამ როცა გულზე ხელი დაიდო... ხელი დაიდო და თქვა, რომ მაგაზე უკეთესი "პარისსენტჟერმენს" მხოლოდ ერთი ჰყავდა თავის ისტორიაში: რაი. ფერნანდესმა ყველაფერი სიმართლე თქვა. თქვა, თუ როგორი თავდადებით იბრძოდა რონალდინიო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. მართალია სუსტ მოწინააღმდეგეებთან არ სურად თამაში და მის გამო კლუბი ქულებს კარგავდა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გაიხსენეთ თუნდაც მისი გაკეთებული სასწაულები მარსელში. მან ერთმა გაანადგურა "ოლიმპიკი". ეს შეხვედრა სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი კლუბის ისტორიაში. წავიდა... წავიდა მაგრამ გულშემატკივრებმა მადლობა უნდა თქვან 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რომ დაგვტოვა. ამ "მუნდიალზე" მან საბოლოოდ აჩვენა მისი მაღალი კლასი. ასე და ამგვარად ვუთხრათ მადლობა ამ შესანიშნავ ფეხბურთელს და ვიოცნებოთ, რომ ასეთი ტალანტი ერთხელ ჩვენს ქვეყანაშიც დაიბადოს. თუმცა... ის სულ სხვაა... სულ სხვა..."

ერთი ჩვეულებრივი ოჯახი (2005 წელი)

–მამა ოთახში კედელზე რომ გაქვს სურათი გაკრული, ვინ არის?

–ეგ შვილო რონალდინიოა. რა, არ გახსოვს რონი? ჩვენ ხომ ერთად ვუყურეთ გუშინ ტელევიზორში მაგის თამაშს.

–ააა, ის სასაცილო ბიძია?

–კი, კი, ის სასაცილო ბიძია. ისე რომ იცოდე ყველა ბრაზილიელი თავისებურად სასაცილოა.

–მაგრამ რატომ გაქვს გაკრული მისი სურათი კედელზე? იმიტომ რომ სასაცილოა?

–იმიტომ, რომ მან მოგვცა იმედი, მან მოგვცა სილამაზე, მან დაგივბრუნა ფეხბურთის სიყვარული; დიახ, ზუსტად მან და არა პუიოლმა, ჩავიმ ან ეტო'ომ.

–მამა შეგიძლია უფრო დაწვრილებით მომიყვე რონალდინიოზე?

–კი, მაგრამ ეს ცოტა გრძელი ისტორიაა; მზად ხარ მოსასმენად?

–კი, მე ყოველთვის მზად ვარ შენ მოგისმინო იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო რაღაცეებს მიყვები.

–კარგი შვილო, დავიწყოთ. რონალდინიო სასაცილო ბრაზილიელია, რაღაცნაირად ცოცხალი და მხიარული. ის რომ არა ახლა ჩემპიონები ვერ ვიქნებოდით. თუ ხარ "ბარსელონას" ფეხბურთელი, მაშინ შენთვის მთავარი ჩემპიონობაა. მართალია სეზონის დასაწყისში ვერ დაიწყო მან კარგად, თუმცა შემდეგ სრულად ჩაერთო თამაშში და შეიძლება ითქვას აღარც გამოერთო. სწორედ მისი წყალობით გავხდით ჩემპიონები. ოხ ღმერთო ჩემო ახლაც მახსოვს მისი სასწაული თამაში "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცაღა მაშინ არ გაგვიმართლა. მისმინე შვილო, რონალდინიო–ის არ არის ფეხბურთელი, ის ფეხბურთელზე მეტია, ის რაღაც განსაკუთრებულ ძალას ფლობს.

–პაპა კი ამას სულ არ ფიქრობს. იგი ამბობს, რომ გუნდში მთავარი კაპიტანია და ოთახში პუიოლის სურათიც უკიდია.

–პაპაშენი უკვე დაბერდა. მსოფლიო იცვლება, გემოვნება იცვლება, ყველაფერი იცვლება. მამაჩემი ფიქრობს, რომ პუიოლია ლიდერი, მე ვფიქრობ, რომ რონალდინიოა.

–ხო, სკოლაშიც ყველა მაგას ამბობს. ამბობენ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო გახდება. მართალია ეს?

–ვნახოთ შვილო, ვნახოთ... ალბათ მართალია... ის სულ სხვაა... სულ სხვა...

ინტერვიუ "ბარსელონას" ფანთან (2007 წელი)

–მითხარით რას ფიქრობთ გუნდის მიერ ცუდი სეზონის ჩატარების შესახებ?

–რას უნდა ვფიქრობდე? იმას ფიქრიც არ უნდა, რომ ამაში ყველანი დამნაშავეები არიან, პრეზიდენტიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული.

–შეგიძლიათ უფრო გასაგებად ახსნათ ეს?

–რა თქმა უნდა, არაა პრობლემა. პირველ რიგში პრეზიდენტმა ძალიან ცუდი ტრანსფერები გააკეთა. ახალი ფეხბურთელები ვერ შეეწყვნენ გუნდს. მთავარმა მწვრთნელმაც ვერაფერი გააწყო და ვერ მოამზადა სათანადოდ თავისი შეგირდები. თავად მოთამაშეებმაც ვერ მოახერხეს მატჩებზე კონცენტრირება.

–მაინც ვის გამოყოფდით ამ სეზონში გუნდიდან?

–პირველ რიგში ინიესტას. იგი უმატებს და უმატებს, უმატებს და უმატებს, არ ჩერდება. ასევე მესის, რომელიც დარწმუნებული ვარ სულ მალე "ბარსას" ერთ–ერთი მთავარი ლიდერი გახდება. და რასაკვირველია რონალდინიოც შესანიშნავია.

–რონალდინიო? საინტერესოა...ზოგი "კულე" ფიქრობს, რომ ეს სეზონი ბრაზილიელმა ძალიან ცუდად ჩაატარა...

–რა შემიძლია ვთქვა? მათ არ ვეთანხმები. თუ გაინტერესებთ, შემიძლია არგუმენტებიც მოგიყვანოთ.

–ძალიან საინტერესოა რას იტყვით...

–კიბატონო. ვფიქრობ, გაუჩოს შედარებით ცუდ თამაშში მთავარი როლი დაღლილობამ ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ისე იყო, თითქოს დიდი ტვირთი ედო ზემოდან. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, კარგად ჩაატარა. მართალია რამდენიმე ტურში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიხსენეთ თუნდაც მისი ბრწყინვალე, სასწაული გოლი ვილიარეალის კარში და მიხვდებით, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესოა. უაზრობაა ის, რომ ვითომ აქამდე უნდა გაეყიდათ რონი "ბარსას" ხელმძღვანელობას.

–კარგით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე რაღას იტყვით? რონალდინიო არაფერ შუაშია? იქ ხომ მან ძალიან ცუდად ითამაშა და მემგონი ამაზე დავას აზრი არ აქვს.

–დიახ, მართალი ბრძანდებით, ამაზე დავას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს მარტო მისი ბრალი როდია. მითუმეტეს ეტო'ო არ გვყავდა, თუმცა ერთი მაინც არ მესმის: კარგით, ერთი ლიდერი არ იყო, მაგრამ ამ დროს დანარჩენი წამყვანი ფეხბურთელები რას აკეთებდნენ?

–და ცუდ დასასრულზე, რომელმაც "ბარსას" ჩემპიონობა დააკარგვინა. აქაც "ანგელოზი" იყო რონალდინიო?

–ეგ რა შუაშია. უბრალოდ რატომღაც თქვენ არ გესმით. რონალდინიო–ეს ფეხბურთელზე მეტია. იგი მთელი კარიერის მანძილზე ასეთი იყო. გუნდს კბილები არასოდეს "ათრევდა". სულ იცინოდა, მხიარულობდა და ტკბებოდა ფეხბურთის თამაშით, ხოლო თუ ეს ყველაფერი არ გამოსდიოდა, მაშინ უბრალოდ არ თამაშობდა! ასეთია გაუჩოს ხასიათი. ის ჯადოქარია, უბრალოდ ჯადოქარი!

–რას ფიქრობთ, უნდა გაყიდოს ახლა გუნდმა რონალდინიო?

–არა, არა და არა! იგი კვლავ აჩვენებს თავის ნამდვილ ძალას. "ბარსელონა" და გაუჩო ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ვერ წარმომიდგენია კატალონია მის გარეშე.

"როგორც ჩანს შენი კარიერა "ბარსაში" ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა...მადლობთ, მადლობთ, რომ მოხვედი და მოიტანე ბედნიერება. შენ საუკეთესო ხარ, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. რონალდინიო–ეს სახელი ყოველთვის ემახსოვრებათ "ბარსელონას" ნამდვილ გულშემატკივრებს."

რონალდინიო–მეტი, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი!

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.