ჰლებმა გვარდიოლა გააკრიტიკა

ჰლებმა გვარდიოლა გააკრიტიკა

”The Guardian”-თან მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრ ჰლებმა აღიარა, რომ ”ბირმინგემში” ასპარეზება აღარ სურს და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პეპ გვარდიოლა.

დამშვიდობება ”ბირმინგემთან”

”ბარსელონას” ბელარუსელი ნახევარმცველი, ალექსანდრ გლები, რომელიც არენდით ”ბირმინგებში” ასპარეზობს ინტერვიუში აცხადებს: ”ადრე ვთვლიდი, რომ ისეთ გუნდში, როგორიც ”ბირმინგემია” ასპარეზობა ადვილი იყო, მაგრამ ეს ასე არაა. აქ თამაში ძალიან რთულია. აქ საჭიროა ბრძოლა, სირბილი და არ უნდა აკეთო ხშირი გადაცემები, რაც ჩემთვის ახალი რამ არის. მინდა განვაცხადო, რომ მომავალი სეზონიდან ”ბირმინმგემში” აღარ ვიასპარეზებ. მსურს თამაში ინგლისში გავაგრძელო, მაგრამ ახალი კლუბის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა”.

პეპ გვარდიოლა

ასევე ბელარუსელმა ფეხბურთელმა ”ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გაიხსენა: ”ბარსელონა” მსოფლიოს უდიდესი კლუბია, მაგრამ იქ თამაში რთულია, თუკი შენ ესპანელი არ ხარ. ასეთი რამ ბევრ ვინმეს შეემთხვა, მათ შორის ტიერი ანრის. გვარდიოლა თამაშს ესპანელ ფეხბურთელბზე აწყობს. მე ძალიან მცირე სათამაშო დრო მეძლეოდა. თამაშის გაგრძლება რომელიმე ინგლისურ კლუბში მსურს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.