სუბისარეტამ კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა

სუბისარეტამ კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა

კატალონიურმა ”ბარსელონამ” სპორტულ დირექტორ, ანდონი სუბისარეტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება AP. ახლა 49 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბთან საკონტრაქტო პირობებით 2013 წლამდეა დაკავშირებული.

ანდონი სუბისარეტა ”ბარსელონას” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გასული წლის ივლისში, ჩიკი ბეგირისტაინის ნაცვლად დაინიშნა.

ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ”ბარსელონას” შემადგენლობაში სუბისარეტამ 8 სეზონი იასპარეზა. ამ პერიოდში მან პრიმერა დივიზიონში 301 მატჩის ჩატარება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.